23 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
ტრაგედიამდე მამა დაგვემუქრა, დედა თუ ფულს არ გამოგზავნიდა ბავშვს მოკლავდა - 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის და

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის და, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთში იმყოფება "კურიერთან" ამბობს, რომ ტრაგედიამდე მამა მათ დაემუქრათ, თუ ფულს არ გამოგზავნიდა ბავშვს მოკლავდა. 

"სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ჩემმა ძმამ დარეკა და დედას უთხრა: მამიკომ მითხრაო, ფულს გამომიგზავნი, თუ ტრაქტორი გავყიდოვო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უთხრა, კაპიკი არ მაქვს, რაც მქონდა გამოვაგზავნეო. მამაჩემმა მოგვაძახა ყვირილით, ვერც ბათულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო.  მაგისთვის 2 წელი არაფერია. თუ გამოვა ციხიდან მე მოვკლავ და მე ჩამსვით 2 წელი ციხეში.  

ჩემი ძმა ძალიან მხიარული ბავშვი იყო, თავს არ მოიკლავდა. მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ იცის, დედაჩემს როგორ ამწარებდა. 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ გვკლავდა ორივეს. მაშინ პოლიციამ მხოლოდ იარაღი წაართვა და ხელწერილი დააწერინა,"-აცხადებს გარდაცვლილის და. ნათია აბჟანდაძე.

დღის ამბები