19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას ქვეყანაში გამომგზავრებაში დაეხმაროს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის, იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო  გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას,"-ნათქვამია განცხადებაში.

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახმა დახმარება დღეს ითხოვა. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

დღის ამბები