19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე წერილი შეიტანეს

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე წერილი შეიტანეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ :პირველი - მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადამ გადაიწიოს და მეორე - საზღვრები გაიხსნას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ავტომობილები რეექსპორტით გადის.

"ავტოიმპორტიორები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. კერძოდ, ქვეყნის ჩაკეტვის გამო ისინი ვერ ყიდიან მანქანებს და შესაბამისად, ვისაც 1 მაისამდე გადაუვადეს განბაჟებები, გვინდა, ეს ამ დრომდე შემოყვანილ მანქანებსაც შეეხოს," - განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრმა მალხაზ კელენჯერიძემ

ასოციაციის წევრების განცხადებით, საქმე ეხება 700 – მილიონიან ბაზარს, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

დღის ამბები