19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი - პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ადამიანი ბედნიერია მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებისთვის მოაქვს სიხარული. ამის შესახებ ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ისაუბრა.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, მიუხედავად რთულ დროში ცხოვრებისა, არ შეუშინდეს გაჭირვებასა და უსამართლობას.

"ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისთვის.

არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ, რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში, ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერები, იყავით გახარებული, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ყოველთა,"- განაცხადა პატრიარქმა.

დღის ამბები