ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი რედაქტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ თქვა, რომ მაია მერკვილაძე იმავე ფუნქციითა და ხელფასით განაგრძობს მუშაობას სხვა პოზიციაზე და ტელევიზიის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მერკვილაძესთვის ზიანი არ მიუყენებია.
საინფორმაციო სამსახურის ყოფილი რედაქტორი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ტელევიზიის ადმინისტრაციაში კი მოსამართლეს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ.