19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა უკვე თბილისშია - მას აეროპორტში PCR ტესტი უტარდება

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა უკვე თბილისშია. მას აეროპორტში PCR ტესტი უტარდება, COVID-ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ კი, დაახლოებით 24 საათში, ის სოფელში ჩასვლას და შვილთან გამომშვიდობებას შეძლებს.

შვილმკვდარი დედის საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების პროცესი პასპორტის ვადის გასვლის მიზეზით გაჭიანურდა.

ეს ერთადერთი გაურკვევლობა არ არის. 11 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ეკლესიას შესაბამისი რელიგიური რიტუალის ჩატარებას სთხოვს, თუმცა სასულიერო პირების განცხადებით, თუკი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დადასტურდება, მოზარდს წესის აგების გარეშე დაკრძალავენ. ამ ხისტი პოზიციის მიუხედავად, მღვდელმსახურები პირობას დებენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შექმნილ ვითარებაზე ერთობლივად იმსჯელებენ.

დღის ამბები