19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ჭიათურის მაღაროში 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე მოხდა

სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა.

პროფკავშირების  ინფორმაციით, გარდაცვლილი 46 წლის კობა ჩაფიძეა. მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები