პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ "ქართული ოცნების" ოფისში ერთ-ერთი დაინფიცირებული თანამშრომლის გამო, არჩილ თალაკვაძის კლასტერზე ისაუბრონ.
"მე არ ვიცი ამ წუთას და უფრო თავისუფლად ვსაუბრობ, თუმცა ეჭვი მაქვს თქვენს ტელეკომპანიაზე, რომ დაურქმევიათ, ერთი დამლაგებლის გამო, თალაკვაძის კლასტერი. მითხრა დაცვის თანამშრომელმა - თალაკვაძის კლასტერი დაარქვეს ერთ-ერთ ჩართვაშიო. როდესაც ამ ადამიანს ტესტი აქვს გაკეთებული, უარყოფითი ამოუვიდა ტესტი, ანუ მას კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, რამხელა სპეკულაციაა და ამას უნდა კადრება, უბრალოდ უნდა იკადრო, რომ ასეთი რაღაცა მოიფიქრო, გააკეთო და შემდეგ უკვე მაყურებელს გადასცე და თალაკვაძის კლასტერი ეძახო პარტიის სხვა წარმომადგენლის კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო.
ამას ძალიან გთხოვთ ნუ იკადრებთ. მივმართავ იმ ტელეკომპანიის წარმოამდგენელს, რომლებიც ამას კადრულობენ. მათ შორის ორი დღის წინანდელი შეგვიძლია გავიხსენოთ, თითქოს ყაველაშვილის შტაბის წევრი გაიპარა, კადრები გვაჩვენეთ და შემდეგ საბედნიეროდ ამ ადამიანს ვიდეოკამერა, სადაც ის ჟურნალისტს ელაპარაკება, ასეთი რაღაცეების კადრება არის ძალიან ცუდი, ეს ჩემგან არ გესწავლებათ არავის და ძალიან გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.