02 მაისი 2024,   18:40
ვრცლად
ტურისტული ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით კიდევ 6 თვეს ისარგებლებს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტული ბიზნესი, რომელსაც 20 მლნ ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით ისარგებლებს. 

"უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით. ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები