19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ველოდებით 2 სექტემბერს, რომ მთავრობა მოგვცემს ნებართვას 3 სექტემბერს დავიწყოთ მუშაობა - კერძო ბაღების წარმომადგენლები

კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენელები "დღის კურიერში" სტუმრობისას საკუთარი მოთხოვნების შესახებ საუბრობენ. როგორც საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ამბობენ, აუცილებელია სააღმზრდელო პროცესი სექტემბრიდან განახლდეს, რადგან აქვთ სხვადასხვა ვალდებულები და პროცესის პირველ ოქტომბრამდე გადადება მათი ბიზნესისთვის მომაკვდინებელია.

"ჩვენ ვიცით, რომ 2 სექტემბერს იმართება კიდევ ერთხელ განხილვა ჩვენი საკითხის. ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის დროს მან გვითხრა, რომ შეეცდება კიდევ ერთხელ გააჟღეროს ჩვენი პრობლემა საბჭოსთან. იმედი გაქვს, რომ ჩვენთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოიტანენ და მოგვცემენ უფლებას, რომ 3 სექტემბერს დავიწყოთ მუშაობა," - განაცხადა კერძო ბაღის "მწვანე ალუბლები" დირექტორმა თამარ ბაქრაძემ.

"ამა წლის მარტის შუა რიცხვებიდან ჩვენ შევწყვიტეთ ფუნქციონირება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩით აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე. ჩვენ არ ვართ სახელწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულები, ჩვენ ვართ დამოკიდებულები და ვაფინანსებთ საკუთარ თავს თითოეული ბავშვის მშობლის მიერ გადახდილი თანხით. თუ ჩვენ არ გავიხსნებით პირველ ოქტომბრამდე, დაემატება კიდევ ერთი თვე და 7 თვე გაჩერებული ბიზნესი, არის მომაკვდინებელი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მეიჯარეებთან, ბანკებთან, მშობლებთან. ახლა ველოდებით 2 სექტემბერს იმ იმედით რომ მიიღებს ჩვენი მთავრობა გონივრულ გადაწყვეტილებას და მოგვცემს ნებართვას დავიწყოთ მუშაობა 3 სექტემბერს," - კერძო ბაღის "ელფები" დირექტორმა მაია თუთარაშვილმა.

კერძო ბაღების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ რეკომენდაციებს რაც არის გაწერილი, სრულად შეასრულებენ. მათი თქმით, რომ აქვთ განცდა რომ სახელმწიფოს მხრიდან ინტერესის მიღმა არიან, რადგან მათი განცხადებით, არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

დღის ამბები