19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
"რუსთავი 2" უსაფრთხოების პრევენციის მიზნით კვლავ პანდემიის პიკში არსებულ წესებს უბრუნდება

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის ახალი ფაქტები ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს და შესაძლოა შემოდგომაზე "კოვიდ 19"-ის ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდოს, დღეიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, კვლავ პანდემიის პიკში არსებულ წესებს უბრუნდება.

დღეიდან "კურიერი" კვლავ ხსნის ღრუბელს მიკროფონებიდან, რომელმაც შესაძლოა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყოს, ჩვენ მკაცრად დავიცავთ ყველა რეგულაციას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ჟურნალისტებს მოეთხოვებათ.

ეს განპირობებულია მსოფლიოს სტატისტიკითაც. მომატებული ფაქტების გამო კოვიდინფიცირების ქვეყნების ნაწილი ხელახალ შეზღუდვებს აანონსებს.

დღის ამბები