რუსთავში, გვიან ღამით ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინის მეორე სართულზე გაჩნდა. არიან მსუბუქად დაშავებულები.
შემთხვევისას ბინაში მეპატრონე ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათი დროულად გამოყვანა მოხერხდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, რამდენიმე ადამიანისთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.