19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
დღეიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელია, მოძალადეს ელექტროსამაჯური დაუმაგრდეს

დღეიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელია, რომ მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობაც დაწესდეს.

თუ მსხვერპლი განაცხადებს, რომ საფრთხეს განიცდის, მოძალადეს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად კი მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება ჯიპიეს სისტემის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ქალებზე ძალადობის შემთხვევაში ელექტრონულ სამაჯურს ითვალისწინებს.

შსს განმარტავს, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება და მსხვერპლთან, ან მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოებას რეალურ დროში გააკონტროლებენ.

დღის ამბები