მინსკში საპროტესტო გამოსვლების ფონზე ოპოზიციონერი ლიდერები ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებენ.
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ამჟამად დაკავებული ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ინფორმაციით, პარტიას "ერთად" ერქმევა.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პარტიის ჩამოყალიბების დეტალებზე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა საუბრობს.
ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები 9 აგვისტოს დაიწყო. ლუკაშენკიოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.