საპროტესტო გამოსვლა ოკუპირებულ ცხინვალში - ასობით დემონსტრანტმა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა.
აქციის მონაწილეები ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ.
დემონსტრანტების ნაწილმა დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომაც მოითხოვა. მომიტინგეები გვიან ღამით დაიშალნენ. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ.