19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, დიდად საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ  - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 პაციენტის წყარო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 შემთხვევა შემოტანილია, ერთის წყარო კი უცნობია - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე განცხადებით, ეპიდსამსახური თითოეულ შემთხვევაზე ეფექტურად მუშაობს და ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, დიდად საგანგაშო მდგომარეობა არ არი.ს 

"ეპიდსამსახურის მუშაობა მყისიერი, თანაზომადი და ეფექტურია. აქედან გამომდინარე, დიდად საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ.

იმისთვის, რომ ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რეგულაციები შევასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, დამზოგავი და დამცველი არის დისტანცირება და პირბადეების ტარება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს კიდევ 23 ახალი შემთხვევაა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

დღის ამბები