თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდი დაკრძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით საკუთარ ეზოში დაასრულა.
მას წესი სოფლის მღვდელმა აუგო. სასულიერო პირების თქმით, დედის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მოხდა გამონაკლისის დაშვება.
მათი თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
შეგახსენებთ, დაკრძალვა რამდენიმე დღით, გარდაცვლილი ბავშვის დედის ჩამოსვლამდე გადაიდო. საბერძნეთში მყოფი ქალი სამშობლოში საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა.
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამაა დაკავებული. ის ბრალს არ აღიარებს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ნათესავების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება.