19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
გიორგი კანდელაკის მტკიცებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები საქართველოში კარანტინის გვერდის ავლით ბრუნდებიან

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის კარანტინის გვერდის ავლით "ჩაწყობა“ შესაძლებელია.

მისი თქმით, ფრენებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს, საარჩევნო მიზნებით არის განპირობებული და მათ ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება არ სურთ.

"ბოლო დროს, მაგალითად - ქვეყანაში შემოვიდა ქალბატონ მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი, რომელმაც "ჩააწყო" და შემოვიდა ქვეყანაში 24 საათიანი კარანტინით და ტესტით. ასევე, იყო ჩარტერული რეისით - მაკა ასათიანი.

მე ამ ხალხთან კი არ მაქვს პრეტენზია, "ევროპულ საქართველოს" გვაქვს პრეტენზია მთავრობასთან.

რის გამოც "ქართული ოცნება" ახორციელებს ამ პოლიტიკას, არის ის, რომ მათ არ სურთ რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის დაბრუნება საქართველოშ არჩევნებისთვის, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ხმას ნამდვილად არ მისცემენ" - ამბობს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები