19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის - საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლთა დასაცავად

მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. 

ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

სამაჯურიანი მოძალადისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ მოძალადე პირს ეკრძალება სამაჯურის მოხსნა ან მისი დაზიანება, ასევე მას ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება. სანქციების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამაჯურიდან სპეციალური შეტყობინება და სიგნალი პირდაპირ 112-ში შედის, სადაც აღნიშნული მექანიზმისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეიქმნა, რომელიც მოძალადეების ადგილმდებარეობას და მსხვერპლთა შეტყობინებებს აკონტროლებს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მოძალადეებზე სულ 10,226 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეში კი 5,304. ამ მონაცემების მიხედვით 112-ში მიმართვიანობის რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია.

დღის ამბები