19 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
თბილისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა

თბილისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტურად დალაგებული სერვისები, რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან.

საჯარო მოხელე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის წარმატებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტური განვითარების,"-განაცხადა პრემიერმა ოფისის გახსნაზე. 

დღის ამბები