ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობის მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი და ტურნირზე 22-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიელ ჩოგბურთელ ჯონ მილმანთან სამ სეტში 6:1, 6:4, 6:4 უშანსოდ დამარცხდა და ტურნირის პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.
შეგახსენებთ შარშან ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-4 რაუნდამდე გააღწია.