19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
გასართობი ობიექტები არ დაიხურება, თუმცა თანამშრომლების ტესტირება და სივრცეების ხშირი დეზინფექცია დაევალათ

აჭარაში მომატებული დადასტურებული შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა, ჯერჯერობით, ზომების გამკაცრებაზე არ ფიქრობს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არ დაიხურება გასართობი ობიექტები, თუმცა მათ ამ დრომდე არსებული რეკომენდაციების მკაცრად შესრულება დაევალათ იმ მიზნით,რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება სხვა ქალაქებზეც არ აისახოს.

"მთავრობის გამოხატული პოლიტიკა, ვირუსთან ერთად თანაცხოვრების დროს ეხება ვირუსის გავრცელების პრევენციას, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების და ზოგადად ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. 

ადამიანების დასვენებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაქსიმალურად ბიზნესმა გააკეთოს ორი რამ - თანამშრომლების ტესტირება და სივრცეების ხშირი დეზინფექცირება,"-აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები