დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ჩაქვში ინფიცირების საეჭვო შემთხვევა მის კოლეგას უკავშირდება.
"ჩაქვში არის ერთი საეჭვო შემთხვევა, ჩემს კოლეგასთან დაკავშირებით, რომელსაც კონტაქტი ინფიცირებულთან ჰქონდა. ამ ეტაპზე მისი კვლევა ბათუმის ლაბორატორიაში მიმდინარეობს და სულ მალე იქნება პასუხი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი", სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს ჩაიკეტა.
სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.