კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალური განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, პირი, რომელიც ტრანსპორტში არ გამოიყენებს პირბადეს, მძღოლს უფლება ექნება, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.
"კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.
თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში "კოვიდ - 19"-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას.
თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს," - ნათქვამია განცხადებაში.