მათთვის, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, კორონავირუსი განსაკუთრებით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. ბერგამოს კლინიკის კარდიოქირურგმა, ბუბა კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკით არის უკვე დადგენილი.
"კარდიოქირურგიულ პაციენტებზე კორონავირუსი მოქმედებს, იმიტომ, რომ უკვე გვყავს პაციენტების გარკვეული რაოდენობა. კაპილარულ და ქსოვილების დონეზე, სადაც ხდება ტრომბოზი, ამის გამო შეიძლება, გულის კუნთი და სისხლძარღვებიც დაზიანდეს. ასეთი შემთხვევები მთელს მსოფლიოში ხდება და ამას მხოლოდ პირადი პრაქტიკით არ ვამბობ,"- განაცხადა ბუბა კალანდაძემ.