19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
კორონავირუსი სუპერმარკეტ "ბაიას" 5 თანამშრომელს და ნახევარფაბრიკატების საწარმოს წარმომადგენელს დაუდასტურდა

ნახევარფაბრიკატების საწარმო, მარკეტები: "ნიკორა" და "ბაია" - დედაქალაქში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება. ახალ კერების ნაწილში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმოში, სადაც თანამშრომელს,  კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა, ამ ეტაპზე არც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულა და არც თანამშრომლები გადასულან კარანტინში. "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცის ინფიცირების წყარო კი არის დედა, რომელიც "ქართული ოცნების" სათავო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

"დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ ჩვეულებრივად. ჩვენ შეხება არ გვაქვს, დისტრიბუციაა, ცალკე მუშაობს, გარეთაა. ჩვენ საერთოდ შეხება არ გვაქვს იმ ადამიანთან, ვინც არის ინფიცირებული," - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ნახევარფაბრიკატების საწარმოს "ქალაქურის" თანამშრომელი ოჯახის ორ წევრთან ერთად ახლა ბოქსირებულ სექტორში იმყოფება.

ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომლისა და "ნიკორას" 2 ინფიცირებული პაციენტების გარდა, სუპერმარკეტ "ბაიას" 5 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ხუთივე მათგანი გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში.

დღის ამბები