27 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
რა ინფორმაციას მიაწვდის გიორგი ქათამაძე სასამართლოს - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული დღეს "კურიერმა" ჩაწერა

18 ივნისის ღამის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ქათამაძე "რუსთავი2-ის" კამერასთან პირველად გამოჩნდა.

"კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ის ვარაუდობს, რომ სასამართლოს წინაშე მალე წარდგება, სწორედ ამ მიზეზით ის დღეს მცხეთის რაიონულ პროკურატურაში დაიბარეს. 

გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ არ იცის, ფიზიკურად რატომ გაუსწორდნენ.

ჩვენებების მიხედვით, ქათამაძეს მერსედესის ყველა მგზავრი გაუსწორდა, გარდა გიგა ტატიაშვილისა, ასევე, ქათამაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა იმ ორმა არასრულწლოვანმა, ვინც ექვსეულის კვალდაკვალ გადაადგილდებოდა.

მაგრამ დღეს პირველად მედიასთან დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ძალადობის და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ბარბაქაძე ჩვენების შინაარსს არ იზიარებს და ამბობს, რომ ის მას არ ეკუთვნის.

დღის ამბები