19 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ქალმა, რომლის დაწვაც სცადეს, "კურიერს" პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა

ახალგაზარდა ქალმა, რომელსაც ორი თვის წინ ბენზინი შეასხეს და მისი ცოცხლად დაწვა სცადეს, დღეს "კურიერს" პირველი სატელევიზო ინტერვიუ მისცა.

აღმოჩნდა, რომ 24 წლის გოგო, იმავე მამაკაცისგან ადრეც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

ქვედა კიდურების მეოთხე ხარისხის დამწვრობის შემდეგ სევა შამოინმა უკვე ორი რთული ოპერაცია გადაიტანა, თუმცა სიარული ჯერ მაინც არ შეუძლია.

ახალგაზრდა ქალი "კურიერთან" იხსენებს 29 ივნისს მომხდარ ტრაგედიას და ნანობს, რომ მოძალადეს ბენზინის საყიდლად თავად გაჰყვა.

გოგონა ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის ერთ-ერთ კლინიკაში.

დღის ამბები