ევროკავშირის ელჩმა სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კარლ ჰარცელის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად არჩევნებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მონიტორები დააკვირდებიან.
"სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი იქნებიან თვალები და ყურები. კორონავირუსი უფრო ართულებს მდგომარეობას. ეუთო/ოდირის ამ პროცესებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.