19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
დღეს "პენიტენციური სისტემების მხარდაჭერის პროექტის" დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

დღეს "დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერის პროექტის" დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ევროკავშირისა და ქართული მხარის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრეს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ამ პროექტით პენიტენციურ სისტემაში დაბალანსებული მიდგომების დანერგა გახდა შესაძლებელი. 

"ამ პროექტის წყალობით, ჩვენ შევძელით, რომ პენიტენციურ სისტემაში დაბალანსებული მიდგომები საბოლოოდ დაგვენერგა და მნიშვნელოვანი ყოფილიყო, არამხოლოდ პატიმრის უფლებები და პრობლემები, არამედ ციხეში მომუშავე თანამშრომლის. ასევე, დავნერგეთ მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სტრუქტურები, გავზარდეთ სოციალური სამუშაოს როლი, მათ შორის ინსტიტუციური. ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მას და ასევე დავიწყეთ ახალი ტიპის დაწესებულებებზე ზრუნვა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად პენიტენციურ სისტემაში ახალი სტრატეგია დაინერგა.

"პროექტი ემსახურებოდა საქართველოში პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმას. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ. სამინისტროს აქვს ახალი სტრატეგია, რომელიც ცვლის ტრადიციულ ხედვებს იმის თაობაზე, რომ პენიტენციური სისტემა მხოლოდ დასჯას ემსახურება,"-განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები