ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდგინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსზე ტესტი 182 პირს ჩაუტარდა. გუდაუთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე 40 პაციენტი გადის.
ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 466 შემთხვევაა გამოვლენილი. საიდანაც ლეტალურად 4 შემთხვევა დასრულდა.