საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 8-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1302-ს შეადგენს.
სულ, კარანტინის რეჟიმში 6,144 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 292,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.