19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 9 ე.წ. "დონას" კლასტერიდანაა, ერთის წყარო უცნობია - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატის დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. 

"საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 9 ე.წ. "დონას" კლასტერს მიეკუთვნება, 8 ინფიცირებულებთან კონტაქტია, 3 მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა, 1 რუსთავის "ავერსის კლინიკის" თანამშრომელია, ერთი მათგანის ინფიცირების პირველწყარო კი უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ამჟამად გვყავს 15 covid ინფიცირებული, მათგან 3 მძიმე პაციენტია, ერთი კი კრიტიკული,"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატის დირექტორმა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ შეკითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა, საკარანტინო რეჟიმის გამკაცრებას ან ახალ რეგულაციებს, განაცხადა, რომ თუ ყველა დაიცავს წესებს და არ გავთამამდებით ისე, როგორც მისივე თქმით, უკვე გავთამამდით, ზომების გამკაცრება საჭირო არ იქნება. 

დღის ამბები