დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. მაშველებმა შატილიდან დაშავებული მამაკაცი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები იმყოფებოდნენ.
პაციენტი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.