ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, კორონავირუსი სამი თვის ჩვილს დაუფიქსირდა. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
"ეს ის ოჯახია, რომელიც 23 წლის ჩოხატაურელი ქალის კონტაქტებს შეადგენდა. შესაბამისად, ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში," - განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.