საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი "ღამის სერენადები 2020" თბილისში გამართული დასკვნითი კონცერტით დასრულდა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს ვირტუოზებმა", დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა და პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ.
"ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი ჩატარდა და თან ძალიან კარგად" - განაცხადა ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა.