ათასი კომპიუტერი ათას მრავალშვილიან ოჯახს - სამოქალაქო ორგანიზაცია "შენმოქმედი", საქველმოქმედო "ფლი მარკეტს" მართავს. მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, "სექტორი 3" და ფონდი "პროდემოსი" უფასო ინტერნეტითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფს.
კამპანიაში უკვე ჩართულია არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია. ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტს მიაწვდის.