19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმი არ ჩაიკეტება. მისივე თქმით, დღეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საპანიკო არაფერია.

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის. ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომ რადიკალური ზომები მივიღოთ. თუმცა, მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და სიტუაცია სრულად მართვადია, საპანიკო არაფერი გვაქვს. ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება ჩვენს მიერ პროგნოზირებადი იყო,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

შეგახსნებთ, რომ ბოლო დღეებში ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე კლასტერი გაჩნდა. 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, აჭარაში მონიტორინგი გამკაცრდა სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშუტო ტაქსებზე.

დღის ამბები