19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ერთეული შემთხვევები არ მიუთითებს იმას, რომ ეპიდემიის ესკალაცია ხდება, მეორე ტალღა დაიწყო ან რაღაც გართულდა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციის გავრცელების რისკი საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ ეპიდემიის ესკალაცია ხდება ან მეორე ტალღა დაიწყო.

"მობილობასთან ერთად, ინფექციის გავრცელების რისკი ყველგან არსებობს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს ერთეული შემთხვევები არ მიუთითებს იმას, რომ ეპიდემიის ესკალაცია ხდება, მეორე ტალღა დაიწყო ან რაღაც გართულდა. თუმცა, თითოეული ახალი შემთხვევა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და რეაგირებას საჭიროებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ სხვა რეგიონების მსგავსად, უკვე გურიაც წითელ ზონაშია. რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დროისთვის კი, ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და თითოეულის წყაროს იკვლევენ. 

დღის ამბები