19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

კოსტავას 36 ნომერში კლუბ "დეჟა ვუს" გარე პერიმეტრზე ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კონდიცირების სისტემის შესამოწმებლად მისული პირი კი, კლინიკაში რჩება.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ქირურგიული ჩარევა ამ დრომდე არ დასჭირვებია.

დაშავებულებს შორის არის კლუბის მენეჯერიც, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ შემთხვევაშიც მამაკაცი კვლავ კლინიკაში რჩება.

დღის ამბები