ფონიჭალის მოსახლეობამ რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საპროტესტო აქცია გამართა.
მათი განცხადებით, მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე მაგისტრალის მშენებლობის გაგრძელება არ მოხდებოდა, პირობა დაირღვა. ახლა კი საფრთხე ემუქრება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე კერძო საკუთრებას.
მათი მთავარი მოთხოვნა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებაა.