მამაკაცი, რომელიც ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ის ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე, არ დასჭირდა. მას ქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე, არ დასჭირდა.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, დინამიკაში გაუმჯობესებულია, ჰემოდინამიკური და რესპირატორული პარამეტრებით სტაბილურია პაციენტი, ამ ეტაპზე ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება,"-აცხადებს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი თეონა ყვავაძე.
კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაშავდა. ერთი დაზარალებული კლინიკიდან უკვე გაწერეს.