19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციის ხარისხი არის მაღალი, არსებობს ტესტებისა და სასუნთქი აპარატების საჭირო მარაგი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვის მზადაა.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ქვეყანაში არსებობს სასუნთქი აპარატების, პირადი დაცვის საშუალებების და ტესტების საჭირო მარაგი.

"სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციის ხარისხი არის მაღალი. დღეს 500 საწოლი არის მზად, რომ მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში, საწოლფონდის რაოდენობა გაიზრდება.

არის კონკრეტული გაწერილი სქემა, იმის მიხედვით, თუ აქტიური შემთხვევების რა რაოდენობაზე მოხდება დამატებით კლინიკების მობილიზება. რაც შეეხება პირადი დაცვის საშუალებებს, ამის მარაგიც არსებობს, ტესტების მარაგიც გვაქვს და კიდევ დამატებით იქნება შესყიდვა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა დონორების დახმარებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული სარეზერვო დახმარება გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის, მათ შორის სუნთქვის აპარატების, ასე რომ მზაობის ხარისხი არის საკმარისად მაღალი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები