19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
სუპერმარკეტ "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

სუპერმარკეტ "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.  მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

 როგორც "რუსთავი 2-თან" საუბრისას მისმა თანამშრომელმა აღნიშნა, ინფიცირებული მანამდე ორი კვირის განმავლობაში შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა ვირუსის დადასტურებამდე ის 1 დღით იმყოფებოდა სამსახურში.

მისივე ცნობით, სუპერმარკეტი ერთი დღით დაიკეტა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.  მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ

აღნიშნული ფილიალის 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები არ მისულან. 

"არავინ არ არის არსად გადაყვანილი. ეპცენტრიდან არავინ არ დაკავშირებია, უბრალოდ თვითონ იზოლაციაშია. შეძლებისდაგვარად სხვადასხვა ობიექტებიდან არსებული თანამშრომლები ვმუშაობთ ამ ფილიალში, რომ  არ გავაჩეროთ მუშაობის პროცესი.

როგორც ვიცით 2 დღის შემდეგ ვლინდება ხომ ეს ვირუსი და ველოდებით 12 დღის გასვლას, ყველა არის თვითიზოლაციაში, სახლებში არიან. ყველა ის პერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა ამ ობიექტთან ჩაუტარდება ტესტი სავარაუდოდ და შემდეგ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას," - განაცხადა ერთ-ერთმა მენეჯერმა სოფიო თარაშვილმა.

დღის ამბები