19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი - გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნების გაკეთება რთულია.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებას ნაკლები კითხვები დარჩეს.

"ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ვთქვი და გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ბოლო დღემდე გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დეტალურად გამოიძიოს; რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციიის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგ, რაც პროცესი დასრუდლება.

ბევრჯერ დამატებითი მტკიცებულებები გამოვნდება ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მაგრამ ამით გამოძიების პროცესში შესვლა არაა კორექტული, ამიტომ, ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები