19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"ორბი", "ზღაპარი", "ლაითური" - ქვეყანაში COVID 19-ის ახალი კერები ჩნდება, ხუთი შემთხვევის წყაროს დადგენა ჯერ ვერ ხერხდება

კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისში - სასურსათო მაღაზიათა ქსელ "ზღაპარის" თანამშრომელს COVID - 19 დაუდასტურდა. შემთხვევა ვარკეთილის ფილიალში მოხდა. ყველა თანამშრომელი იზოლაციაშია გადასული, კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

იგივე ვითარებაა გურიაშიც, სადაც კორონავირუსი კიდევ ერთ პირს, ამჯერად სხვა სოფელში დაუდასტურდა. გაზრდილია ბათუმის და "ავერსის" კლინიკის ინფიცირებულთა ჯგუფებიც. 

დღეს გამოვლენილი 29 ახალი ფაქტიდან, 5 შემთხვევაში ვერ ხერხდება იმის დადგენა, ვისგან გადაედოთ პაციენტებს ვირუსი.

სპეციალისტები მოუწოდებენ ყველა იმ პირს, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეპიდაფეთქების კერაში იმყოფებოდა მონაცემები ლაბორატორიულად გადაამოწმონ. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ მიუხედავად ამ მონაცემებისა რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.

დღის ამბები