19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ უნებართვო შენობები დაანგრია

გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის თანამშრომლებმა ის შენობები დაანგრიეს, რომელიც სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ადგილზე უნებართვოდ ააშენეს.

როგორც მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ადგილობრივები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ სახელწიფოს ბალანსზე არსებული ტერიტორია გაეთავისუფლებინათ.

საუბარია ძველ საძოვრებზე, სადაც სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა უნებართვოდ ტერიტორიები შემოღობეს და შენობები ჩადგეს.

"ნახევარზე მეტი ხალხი სოციალურად დაუცველები ვართ. ბანკიდან გამოტანილი სესხები გვაქვს და ნელ-ნელა ვაშენებთ სახლებს. არის გაუფორმებელი, თუმცა განცხადება შეტანილი გვაქვს. აქ ყველას გვყავს ბავშვები, ახალი აბონენტები ვართ, დღეს დაიწყეს სახლების დაშლა, იძახიან, რომ ჩვენ არ შეგვეხებიან, მაგრამ არ ვართ დაცულები,"- უთხრა "კურიერს" ადგილობრივმა ია თავდიაშვილმა.

"ქვედა ტერიტორია არის კერძო საკუთრება და მოქალაქე ჩიოდა. მოვედით, ვნახეთ და ტერიტორია სარეკრეაციო ზონაა. 13 აგვისტოს გავაკარით გაფრთხილების ბარათი, არ გამოცხადდა მეპატრონე, ყოველდღიურად ამატებდა მშენებლობას და კანონის სრული დაცვით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო,"- აცხადებს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ზურაბ მამსიკაშვილი.

დღის ამბები