მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ. 13 და 19 წლის და-ძმას, დაავადებათა კონტროლის სამეგრელოს ოფისის ინფორმაციით, ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ცნობით, ისინი ბათუმიდან 30 აგვისტოს ჩამოვიდნენ, 6 სექტემბერს კი სიმპტომები გამოუვლინდათ.
ორივე პაციენტი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს. მარტვილში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.