19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
სახალხო დამცველი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმიანება.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ომბუდსმენი განმარტავს, რომ სოფელ დუისში 29 აგვისტოსა და 5 სექტემბერს გამართულ აქციებზე პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მიმართ ძალის გამოყენების მუქარა გაჟღერდა.

"საქართველოს კანონმდებლობით მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები სცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; ამასთან, აქციებზე გაკეთებული განცხადებები შეიცავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები," - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები