19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები ერთიან სიაში ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შედიან - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შედიან.

რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ერთიან სიაში მოხვედრას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეძლებენ. 

"რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, უკვე შეუძლიათ გამოცხადდნენ იუსტიციის სახლის ფილიალებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები